Accessibility links

სანდრა რულოვსი: უკრაინის ხელისუფლებამ წითელ ხაზს გადააბიჯა


დროებითი დაკავების საკანში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ „უკრაინის ხელისუფლებამ წითელი ხაზს გადააბიჯა“. კიევის ცენტრში, ევრომაიდანზე მიმდინარეობს „ახალი ძალების რუხისა“ და სხვა პოლიტიკური ძალების საპროტესტო მიტინგი, რომლის ძირითად მოთხოვნებია „პრეზიდენტის იმპიჩმენტი“ და „მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება“. უკრაინის პოლიციის ცნობით, აქციაში 10 ათასამდე კაცი მონაწილეობს. მიტინგის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მოედანზე 50 ათასი კაცი იმყოფება. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან გადაინაცვლებენ უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების დაწესებულებისაკენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია 256-ე მუხლის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულში, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 9 დეკემბერს დააკავა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG