Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში დაიწყო ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება


2017 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 10 დეკემბერს ოფიციალურად მიენიჭა საერთაშორისო კამპანიას, რომელიც ბირთვული იარაღის აკრძალვისთვის იბრძვის. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქში კვირას გაიმართა. ცერემონიის დროს, საერთაშორისო კამპანია ატომური იარაღის გასანადგურებლად (ICAN) აღმასრულებელ დირექტორს, ბეატრის ფინს, თან ახლდა იაპონელი სეცუკო ტერლოუ, რომელიც 1945 წლის ქალაქ ჰიროსიმის ატომური დაბომბვას გადაურჩა. ჟენევაში მდებარე საერთაშორისო კამპანია ატომური იარაღის გასანადგურებლად (ICAN), 2007 წელს შეიქმნა და მას 101 ქვეყანაში მთლიანობაში 486 პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს. დღესვე ოსლოში ნობელის პრემიები გადაეცემათ მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და ეკონომიკის დარგებში გამარჯვებულებს, რომლებიც ნობელის სტოკჰოლმის კომიტეტმა ოქტომბრის დასაწყისში გამოავლინა.

XS
SM
MD
LG