Accessibility links

ვენესუელის პრეზიდენტი ოპოზიციას უკრძალავს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას


ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მოითხოვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს 10 დეკემბერს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს. სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მადურომ განაცხადა, რომ ამ პარტიებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ვენესუელის ეროვნული დამფუძნებელი კრების კრიტერიუმია, რომელსაც მხარს უჭერს. მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ. ვენესუელის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, 10 დეკემბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ქვეყნის 24-დან 23 რეგიონის მთავარ ქალაქებს უხელმძღვანელებენ მმართველი სოციალისტური პარტიის წევრები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG