Accessibility links

თბილისში მსჯელობენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანებზე


თბილისი, საქართველოს პარლამენტი

თბილისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მთავრობის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივი კონფერენცია, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები.“ კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პლენარული სესიების დღის წესრიგშია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პერსპექტივები, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, მედიის თავისუფლება, სავაჭრო პოლიტიკა, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სფეროების გამოწვევები, დასაქმება, შრომითი ურთიერთობები და სოციალური პარტნიორობა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG