Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუს იმედი აქვს, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს აღიარებენ ევროპის ქვეყნებიც


ბენიამინ ნეთანიაჰუ და ფედერიკა მოგერინი. ბრიუსელი, 2017 წლის 11 დეკემბერი
ბენიამინ ნეთანიაჰუ და ფედერიკა მოგერინი. ბრიუსელი, 2017 წლის 11 დეკემბერი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრიუსელში ჩავიდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის. „მსოფლიო ეფუძნება რეალობის აღიარებას და ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია ის ფაქტი, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე. მისი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებით მხოლოდ ფაქტი აღიარა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანში ევროპის ყველა ქვეყანა, ან მათი უმრავლესობა საელჩოს გადაიტანს იერუსალიმში და მას ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. ამავე ბრიფნგზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ, რეალურ გზად მიიჩნევს ორივე სახელმწიფოს აღიარებას, ერთი დედაქალაქით, იერუსალიმით. მოგერინის თქმით, ევროკავშირს სჯერა, რომ ისრაელის ინტერესებშია პალესტინელებთან კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტა. „ამიტომ, ევროკავშირი გააძლიერებს მუშაობას სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ პროცესს თითქოს, მძიმე დრო დაუდგა“ - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

XS
SM
MD
LG