Accessibility links

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს პაატა გურასპაული


საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 4 წლით უხელმძღვანელებს პაატა გურასპაული. ის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს 11 დეკემბერს, თბილისში გამართული კენჭისყრის შედეგად. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 34 დელეგატიდან 27-მა და მათგან 80%-მა ხმა გურასპაულს მისცა. „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს“ - განაცხადა პაატა გურასპაულმა. დღემდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა მიხეილ გაბრიჩიძე. 11 დეკემბერს გამართულ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე კანდიდატურა მოხსნა შიო ხეცურიანმა, რომელმაც მიზეზად დაასახელა ფედერაციის ხელმძღვანელთა უსამართლობა. ხეცურიანს მხარს უჭერდნენ ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი წევრები, მათ შორის ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG