Accessibility links

სტამბოლის თავდასხმაში ბრალდებული პირი სასამართლოს წინაშე წარდგება


სასამართლოს წინაშე წარდგება 2017 წლის 1 იანვარს სტამბოლში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული, აბდულკადირ მაშარიპოვი. ღამის კლუბზე ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარებით მოწყობილ თავდასხმას ემსხვერპლა 39 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ისლამურმა სახელმწიფომ. უზბეკეთის მოქალაქე მაშარიპოვს შესაძლოა 40-ჯერ შეეფარდოს სამუდამო პატიმრობა პროცესზე, რომელიც სტამბოლში, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების მქონე სალივრის ციხეში მიმდინარეობს. თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მან ბრალი აღიარა. ბრალდებები მოიცავს "საკონსტიტუციო წესრიგის განადგურების მცდელობას", "შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას" და "ერთზე მეტი ადამიანის მკვლელობას". მაშარიპოვი ერთ-ერთია იმ 57 ეჭვმიტანილიდან, რომელთა სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს იწყება და რომელთა ბრალდებებიც უკავშირდება თავდასხმას და ტერორისტული ჯგუფის წევრობას. განსასჯელთა შორისაა მაშარიპოვის ცოლი, ზარინა ნურულაევა, რომელიც ეჭვმიტანილია თანამზრახველობაში და რომელსაც შესაძლოა მისი ქმრის ანალოგიური განაჩენი შეუფარდონ.

XS
SM
MD
LG