Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ თავდაცვის ახალი ქსელის შექმნაზე


ევროკავშირის წევრი ოცდახუთი სახელმწიფო ოფიციალურად შეთანხმდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის ახალი ქსელის შექმნაზე. 11 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის, გერმანიის და კიდევ 23 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას მუდმივი, სტრუქტურირებული თანამშრომლობის ქსელი, ანუ PESCO. ერთი თვით ადრე ევროკავშირის 23 ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის შეატყობინეს თავიანთი სურვილი, განხორციელებულიყო ამგვარი ინიციატივა. მოგერინი დოკუმენტის გაფორმებას მიესალმა და ამას "ისტორიული მომენტი": უწოდა. პროექტს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდნენ პორტუგალია და ირლანდია. ამჟამად ინიციატივაში არ მონაწილეობენ ბრიტანეთი, დანია და მალტა.

XS
SM
MD
LG