Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკიდან იუწყებიან აფეთქების თაობაზე


ნიუ-იორკის პოლიცია იუწყება, რომ აქვს ცნობები "უცნობი წარმოშობის" აფეთქებაზე მანჰეტენზე. პოლიცია ტვიტერზე წერს, რომ, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა 42-ე ქუჩასა და მერვე პროსპექტს შორის. ამავე წყაროს ინფორმაციით, მეტროს რამდენიმე ხაზიდან მიმდინარეობს მგზავრთა ევაკუაცია. პარალელურად, ნიუ-იორკის სახანძრო განყოფილება იუწყება, რომ ამჟამად მუშაობს მანჰეტენზე, ავტობუსების ერთ-ერთ გაჩერებაზე მომხდარ ინციდენტზე. მედია იუწყება, რომ ინციდენტის მოწყობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ვრცელდება საპოლიციო წყაროს სიტყვები, რომ შესაძლოა ტერმინალის ქვემოთ მდებარე გადასასვლელზე ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. არის ცნობები რამდენიმე ადამიანის დაშავების შესახებ.

XS
SM
MD
LG