Accessibility links

ერთი პირი დააკავეს მანჰეტენში აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ


ნიუ-იორკის პოლიცია იტყობინება, რომ დაკავებულია ერთი მამაკაცი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აფეთქების შესახებ მანჰეტენზე, ავტობუსების გაჩერებაზე. ტვიტერით გავრცელებულ მესიჯში პოლიცია წერს: "ამ ეტაპზე ეჭვმიტანილის გარდა დაშავებული არავინაა. თავი აარიდეთ იმ ადგილებში მოძრაობას". მანამდე პოლიცია იუწყებოდა, რომ ჰქონდა ცნობები "უცნობი წარმოშობის" აფეთქებაზე მანჰეტენზე. პოლიცია ტვიტერზე წერდა, რომ, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა 42-ე ქუჩასა და მერვე პროსპექტს შორის და მეტროს რამდენიმე ხაზიდან მიმდინარეობდა მგზავრთა ევაკუაცია. ვრცელდება საპოლიციო წყაროს სიტყვები, რომ შესაძლოა ტერმინალის ქვემოთ მდებარე გადასასვლელზე ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. მედია ავრცელებდა ცნობებს რამდენიმე ადამიანის დაშავების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG