Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქებას ოთხი პირის დაშავება მოჰყვა


ნიუ-იორკის ტაიმს სკვერზე მამაკაცმა ააფეთქა საკუთარ სხეულზე მიმაგრებული, თვითნაკეთი მოწყობილობა, რასაც თავად ეჭვმიტანილის და კიდევ სამი ადამიანის დაშავება მოჰყვა. ინციდენტი მოხდა დილით, პიკის საათში და მას ქალაქის მესვეურები ტერორისტული თავდასხმის მცდელობად აფასებენ. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მოედანთან ახლოს, მიწისქვეშა გადასასვლელში, დილის 7:30-ზე. აფეთქების შედეგად კვამლით გაივსო გადასასვლელი, რომელიც ხალხით იყო სავსე. "ეს ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო" - განცხადა მერმა ბილ დე ბლასიომ და დასძინა: "მადლობა ღმერთს, თავდამსხმელმა ვერ შესძლო თავისი მიზნების მიღწევაო". პოლიციის წარმომადგენელმა, ჯეიმს ო'ნილმაც თქვა, რომ აფეთქება წარმოადგენდა ტერორისტული თავდასხმის მცდელობას. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელიც ადგილზე დააკავეს, 27 წლის მამაკაცია, სახელად აკაედ ულა. ოფიციალური პირების თქმით, ულა ბრუკლინში ცხოვრობს და შესაძლოა ბანგლადეშიდან იყოს წარმოშობით. ეჭვმიტანილს და კიდევ სამ დაშავებულ პირს ექიმები მკურნალობენ, იუწყებიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოწყობილობის დეტონაცია შემთხვევით მოხდა და ბომბი კუსტარულად იყო გაკეთებულიო, აცხადებს პოლიცია. მათი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზანი ამოძრავებდა ეჭვმიტანილს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ტვიტერით დაწერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეატყობინეს აფეთქების შესახებ.

XS
SM
MD
LG