Accessibility links

ჯაშუშობაში ბრალდებულ ესტონელ ბიზნესმენს რუსეთში 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


რუსეთში სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო ესტონელი ბიზნესმენი რაივო სუსი და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიზნესმენის საქმეს "სრულიად საიდუმლოს" კლასიფიკაცია ჰქონდა და 11 დეკემბერს დასრულებული სასამართლო პროცესიც დახურული იყო. სუსი 2016 წლის თებერვალში დააპატიმრეს მოსკოვის აეროპორტში, როცა ის შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემგზავრებოდა. სუსის ადვოკატმა, ალექსეი ტოპლიუგინმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი კლიენტის საქმე უკავშირდება მის საქმიანობას 2004-2007 წლებში. სუსი თანამფლობელია ორი კომპანიისა, რომლებიც თვითმფრინავების შეკეთებასა და ყიდვა-გაყიდვას აწარმოებენ. განაჩენის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე ესტონეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დააკავა მამაკაცი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. 2015 და 2016 წლებში ესტონეთში სამი მამაკაცი ცნეს დამნაშავედ რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან თანამშრომლობაში, მათ პატიმრობა მიესაჯათ.

XS
SM
MD
LG