Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიღუპა ამერიკელი სამხედრო


ჯონ ნიკოლსონი
ჯონ ნიკოლსონი

ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის ინფორმაციით, ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა ნანგაჰარის პროვინციაში, 11 დეკემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. მისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის კონკრეტულად რა შემთხვევაზეა საუბარი, თუმცა განმარტებულია, რომ ინციდენტი არ ყოფილა მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგი. ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მწუხარება გამოთქვა ჯარისკაცის დაღუპვის გამო და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG