Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს სპორტსმენებს მოუწონეს ზამთრის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის გადაწყვეტილება


რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიურმა კრებამ მხარი დაუჭირა რუს სპორტსმენებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ნეიტრალური სტატუსით მიიღონ მონაწილეობა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ოლიმპიურმა კრებამ, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე. 5 დეკემბერს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს აუკრძალა სამხრეთ კორეაში, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა, თუმცა, გადაწყვიტა, რომ ცალკეული სპორტსმენები შეძლებენ იასპარეზონ ნეიტრალური, ოლიმპიური დროშის ქვეშ და სტატუსით, „ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან.“ რუსეთის დისკვალიფიკაციის მიზეზია მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, ასობით რუსი სპორტსმენი დოპინგს მოიხმარდა სახელმწიფოს მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG