Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გაზგამანაწილებელ ქსელზე მოხდა აფეთქება


ბაუმგარტენის გაზგამანაწილებელი სადგური. 2017 წლის, 12 დეკემბერი
ბაუმგარტენის გაზგამანაწილებელი სადგური. 2017 წლის, 12 დეკემბერი

სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ავსტრიაში, ბაუმგარტენის გაზგამანაწილებელ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. წინასწარი ვერსიით, აფეთქება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ბაუმგარტენის გამანაწილებელი ცენტრიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიასა და იტალიას მიეწოდება რუსეთის გაზის დაახლოებით მესამედი. როიტერის სააგენტო ტერმინალის ოპერატორ კომპანიაზე, Gas Connect-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავსტრიაში გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, შეფერხებაა მოსალოდნელი იტალიის მიმართულებით. ბლუმბერგის სააგენტო წერს, რომ ავსტრიაში მომხდარმა აფეთქებამ უკვე შეაფერხა იტალიის, ხორვატიისა და სლოვენიის გაზმომარაგება.

XS
SM
MD
LG