Accessibility links

რუსეთში მედიის მარეგულირებელი უწყება იწყებს "არასასურველი" ორგანიზაციების ვებსაიტების დაბლოკვას


რუსეთის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ, როსკომნადზორმა, დაიწყო იმ მედიაორგანიზაციების ვებსაიტების დაბლოკვა, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრომ "არასასურველი" უწოდა 2015 წელს შემოღებული კანონის თანახმად. ეს კანონი მიზნად ისახავს იმ ორგანიზაციების შეზღუდვას, რომელთა მუშაობასაც კრემლი მიიჩნევს არასასურველად რუსეთის ტერიტორიაზე. უწყებამ 12 დეკემბერს თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ეს დავალება მან გენერალური პროკურატურისგან მიიღო. განცხადებაში კონკრეტული სახელები ჩამოთვლილი არ არის, მაგრამ ამჟამად სია 11 ორგანიზაციას მოიცავს. 11 დეკემბერს შესაბამისმა უწყებებმა დაბლოკეს ყოფილი ნავთობმაგნატის და პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, "ღია რუსეთის" რამდენიმე ვებსაიტი.

XS
SM
MD
LG