Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ბრძოლამ აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ვითარება შექმნა ზამთრის პერიოდისთვის


გაერო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის ყოველდღიურმა დარღვევამ მოიტანა კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და ზამთრის პერიოდში "კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ადამიანის უფლებების კუთხით და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა". 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი ამბობს, რომ 16 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, მთავრობის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის გახშირებულ შეტაკებებს მოჰყვა, სულ მცირე, 15 სამოქალაქო პირის სიკვდილი და 72-ის დაშავება. საერთო ანგარიშით, სამოქალაქო მოსახლეობაში მოკლულია სულ მცირე 2818 და დაჭრილია 9000-მდე ადამიანი, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო 2014 წლის აპრილში. მსხვერპლთა ეს რაოდენობა შეიცავს იმ 298 ადამიანს, რომლებიც ემსხვერპლნენ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას. თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს სარაკეტო სისტემით, რომელიც, ჰოლანდიელთა მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს და შემდეგ კვლავ რუსეთში დააბრუნეს. გაეროს უწყების თანახმად, კონფლიქტთან კავშირით დაღუპულთა საერთო რაოდენობა, სამხედრო ძალების ჩათვლით, უტოლდება 10303 ადამიანს, 2014 წლის 14 აპრილიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში.

XS
SM
MD
LG