Accessibility links

ნატომ 2020 წლამდე გაუგრძელა მანდატი გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს


ნატოს წევრებმა 2020 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელეს მანდატი ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. 12 დეკემბერს გავრცელდა განცხადება, რომლითაც ნატოს წევრები ულოცავენ გენერალურ მდივანს და უსურვებენ წარმატებას 21-ე საუკუნეში უსაფრთხოების გამოწვევებისათვის თავის გასართმევად ნატოს მუშაობის გაძღოლაში. სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო 2000-2001 და 2005-2013 წლებში, ხოლო 2014 წლის ოქტომბრიდან სათავეში უდგას ნატოს. მან ტვიტერში დაწერა, რომ მადლობას უხდის მიღებული გადაწყვეტილებისათვის ალიანსის 29 წევრ ქვეყანას.

XS
SM
MD
LG