Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი: მსოფლიო „მარცხდება“ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში


2017 წლის 12 დეკემბერი, პარიზი: კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისადმი მიძღვნილი სამიტის, "ერთი პლანეტის", პლენარული სხდომა
2017 წლის 12 დეკემბერი, პარიზი: კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისადმი მიძღვნილი სამიტის, "ერთი პლანეტის", პლენარული სხდომა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეფასებით, მსოფლიო „მარცხდება“ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. ეს შეფასება მან გამოთქვა პარიზის სამიტზე სახელწოდებით „ერთი პლანეტა“ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, მინისტრებისა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. მაკრონმა მდიდარ ქვეყნებსა და კომპანიებს მოუწოდა, გაზარდონ გლობალურ დათბობასთან ბრძოლის დაფინანსება და უფრო აქტიურად დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. პარიზის სამიტი ეძღვნება გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად 2015 წელს ასევე პარიზში ხელმოწერილი შეთანხმების მეორე წლისთავს. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა 195-მა ქვეყანამ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს გააკეთა განცხადება შეთანხმებიდან მისი ქვეყნის გასვლის შესახებ. თუ გადავწყვეტთ, რომ არ შევცვლით წარმოებას, გავაგრძელებთ ინვესტირებას და ისე მოვიქცევით, თითქოს არაფერი ხდებოდეს, პასუხისმგებელი ვიქნებით მილიარდობით მსხვერპლზეო, აღნიშნა მაკრონმა აშშ-ის ტელეარხ სიბისი ნიუსთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG