Accessibility links

ამერიკელმა დემოკრატებმა სენატში პოზიციები გაიმყარეს


დაგ ჯონსი

ალაბამის შტატში, სენატის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, დაგ ჯონსმა. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დაგ ჯონსმა მიიღო ხმების 49,5%, ხოლო რესპუბლიკელმა როი მურმა 48,8%. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ალაბამის შტატში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. რიგგარეშე არჩევნების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ აშშ-ის სენატში დაკარგა ერთი მანდატი და ამჟამად 51 წევრი ჰყავს, ხოლო დემოკრატებს 49. ალაბამიდან სენატორის ასარჩევად რიგგარეშე კენჭისყრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ამ შტატის სენატორი, ჯეფ სეშენსი დაინიშნა იუსტიციის მინისტრად. წინასაარჩევნო კამპანიისას რესპუბლიკელების კანდიდატი, როი მური სკანდალში გაეხვა. მას ბრალად დასდეს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური შევიწროება.

XS
SM
MD
LG