Accessibility links

თბილისში გრძელდება სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ


მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 საათზე განახლდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სხდომაზე დაცვის მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას. საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებას. შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც 2006 წლის ივლისში, სასამართლომ მიუსაჯა შვიდი და რვა წლით პატიმრობა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს შეიწყალა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 დეკემბერს დანიშნული სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ 13 დეკემბრიდან პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვებასაც მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG