Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CPJ: დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია


საპროტესტო აქცია ჟურნალისტების დაპატიმრების წინააღმდეგ. სტამბოლი, 2017 წლის 24 ივლისი
საპროტესტო აქცია ჟურნალისტების დაპატიმრების წინააღმდეგ. სტამბოლი, 2017 წლის 24 ივლისი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი, რაც ახალი რეკორდია 2016 წლის ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ. შარშან, პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული იყო 259 ჟურნალისტი. CPJ-ის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეორე წელია დაპატიმრებული ჟურნალისტების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მოდის თურქეთზე, ჩინეთსა და ეგვიპტეზე. ამ ქვეყნებში ციხეში აღმოჩნდა სულ 134 ჟურნალისტი, მათგან 73 თურქეთში. ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წელს აზერბაიჯანში დააპატიმრეს 10 ჟურნალისტი, რუსეთსა და ირანში 5-5, უზბეკეთში 4, ყაზახეთსა და პაკისტანში 2-2 და თითო-თითო უკრაინაში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დაპატიმრებული ჟურნალისტების სამ-მეოთხედს ბრალად დასდეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკმაოდ ფართო და ბუნდოვანი ანტიტერორისტული კანონების საფუძველზე. ამასთან, 35 ჟურნალისტი დააპატიმრეს ბრალის წარდგენის გარეშე. CPJ-ის შეფასებით, დაპატიმრებული ჟურნალისტების რეკორდული რაოდენობა ცხადყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობას, მოაგვაროს პრესის თავისუფლების სფეროში შექმნილი გლობალური კრიზისი. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა ზეწოლა არ მოახდინა თურქეთის და ჩინეთის ლიდერების ავტორიტარულ ქმედებებზე.

XS
SM
MD
LG