Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დააკავეს მასწავლებლები, განხორციელდა რეიდი გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილ სკოლაში


ქაბულიდან გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ოთხი მასწავლებელი და რეიდი განახორციელეს სკოლაში, რომელსაც, გავრცელებული ეჭვით, კავშირები აქვს აშშ-ში დაფუძნებულ სასულიერო პირთან, ფეტულა გიულენთან. ანკარა გიულენს ადანაშაულებს გასულ წელს მომხდარი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. დაკავებულ მასწავლებლებს შორის ერთი ავღანელია, სამი - თურქი. ისინი მაშინ დააკავეს, როცა 12 დეკემბერს, დილით, გოგონების სკოლისკენ მიეშურებოდნენ - ამ ცნობას ავრცელებს ჰუმან ერდოანი, ხელმძღვანელი ავღანურ-თურქული საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციისა ATCE, რომელიც სკოლას ზედემხედველობს. ავღანეთის მთავრობა განცხადებას არ აკეთებს დაკავებების ან რეიდის შესახებ. რეიდს სკანდალი მოჰყვა მოსწავლეების და მათი მშობლების რიგებში, რადგან, მათი განცხადებით, უშიშროების ძალები გოგონების საერთო საცხოვრებელში შევიდნენ. ATCE, რომელიც თავს დამოუკიდებელ ორგანიზაციად აცხადებს, ზედამხედველობას უწევს სკოლებს ავღანეთის რამდენიმე ქალაქში, დედაქალაქის, მაზარ-ი-შარიფის, ყანდაარის და ჰერატის ჩათვლით. ორგანიზაცია ავღანეთში 1995 წლიდან მოქმედებს. ანკარა ორგანიზაციას ადანაშაულებს კავშირში ფეტულა გიულენთან - აშშ-ში დაფუძნებულ სასულიერო პირთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში, რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გიულენი უარყოფს არშემდგარ გადატრიალებასთან კავშირს. თურქეთი ათობით ქვეყანაზე ახდენს ზეწოლას საიმისოდ, რომ შევიწროვდეს გიულენთან დაკავშირებული ნებისმიერი ჯგუფი. გიულენის რელიგიური და სოციალური მოძრაობა მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში 2000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას ამუშავებს.

XS
SM
MD
LG