Accessibility links

ჩვენი ღვინის ქიმიური შემადგენლობა


  • შაქარი - თუმცა აღნიშნულ ღვინოებში დუღილის დროს შედარებით ბევრი ალკოჰოლი წარმომდგარა, მიუხედავათ ამისა, უმთავრეს დუღილს ისე ჩაუვლია, რომ უმეტესი ნაწილი შაქრისა დადუღებულა. 0,2 % შაქრად არ ჩაითვლება.
  • ექსტრაქტი - კახური ღვინოები მდიდარია ექსტრაქტით, რომლის საშუალო რიცხვიც უდრის 3 %-ს, არის მაქსიმუმი - 4%, მაშინ როდესაც საფრანგეთისა და სხვა ევროპული წითელი ღვინოები, მდიდარი ექსტრაქტით, საშუალოდ შეიცავენ 2,5 %-ს.
  • ტანინი (გუნდილო) - ჩვენი ღვინოები მდიდარია ტანინით. ტიროლის წითელი ღვინოები საშუალოდ შეიცავენ 0,17 %, ავსტრიისა მაქსიმუმ 0,11%, დალმაციისა 0,22%, ყირიმისა 0,5%. ჩვენ კახურ ღვინოებში კი ტანინის (გუნდილოს) რაოდენობა ადის 0,7%-მდე.
XS
SM
MD
LG