Accessibility links

ტრამპმა ხელი მოაწერა 700 მილიარდი დოლარის მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 700 მილიარდი დოლარის მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელშიც გათვალისწინებულია 4.8 მილიარდი დოლარი აშშ-ის სამხედრო პროგრამებისთვის ევროპაში, მეტი დაფინანსება უკრაინისთვის და ხმელეთი-ჰაერის მოქმედების ახალი საზენიტო რაკეტისთვის. 2018 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას თავდაცვის სამინისტროსა და დაკავშირებული სააგენტოებისთვის, ახლა საჭიროებს დაფინანსებას კონგრესისგან, რომელიც ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებების პაკეტზე. თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებს მილიარდობით დოლარით დაფინანსებას ევროპის შეკავების ინიციატივისთვის - პროექტისთვის, რომელიც ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას პირობებში დაიწყო და რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვის გაძლიერებას აშშ-ის რუსეთის მზარდი სამხედრო მოქმედებებით შეშფოთებული ევროპელი მოკავშირეებისთვის. აშშ-მა და ნატოელმა მოკავშირეებმა მცირე ზომის სახმელეთო დანაყოფები განათავსეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში - რასაც მიიჩნევენ მცირე, მაგრამ სიმბოლურად მნიშვნელოვან ნაბიჯად, რუსეთის საზღვრებთან დასავლეთის სამხედროების ყოფნის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG