Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოკლეს ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 13 დეკემბერს მოკლეს პაველ არძინბა, რომელიც უწინ ხუთ წელზე მეტხანს იძებნებოდა საერთაშორისო მასშტაბით, რადგან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმისა და სახელმწიფო დაცვის ორი თანამშრომლის მკვლელობის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. შემდეგ ის თავად ჩაბარდა საგამოძიებო ორგანოებს. ვრცელდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, გარი არშბას სიტყვები, რომ პაველ არძინბა უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მაშინ, როცა მისი მერსედესის მარკის ავტომანქანა ქალაქ გუდაუთისკენ მიემართებოდა სოხუმი-ფსოუს გზატკეცილით, გუმისთის ხიდსა და პოლიციის გამშვებ პუნქტს შორის მონაკვეთში. მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპნენ მძღოლი დმიტრი ხაგბა და მგზავრი პაველ არძინბა. მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG