Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს არ მისცეს პრეზიდენტ პუტინის პრესკონფერენციაზე დასწრების უფლება


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ე.წ. დიდი პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრება 1600-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი. მათ შორის არ არიან რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტები, რომლებსაც აკრედიტაცია არ მისცეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს დადგენილი წესით გაეგზავნა სამი განაცხადი აკრედიტაციის შესახებ, თუმცა, არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა. მანამდე, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ პრეზიდენტ პუტინის პრესკონფერენციაზე შეზღუდვა არ იქნებოდა მედიასაშუალებებისთვის, რომელთა საქმიანობა არ ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას. პესკოვის განცხადებითვე, კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ არ აფერხებს ჟურნალისტების მუშაობას და მხოლოდ ადგენს მათი საქმიანობის წესს და აკისრებს დამატებით ვალდებულებებს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ამერიკის ხმა“ და რადიო თავისუფლება 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადა „უცხოეთის აგენტებად“ პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG