Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში არცერთი პარტიის კანდიდატი არ იქნება


ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. მოსკოვი, 2017 წლის 14 დეკემბერი
ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. მოსკოვი, 2017 წლის 14 დეკემბერი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად, პარტიული წარდგენის გარეშე იყრის. 14 დეკემბერს, მოსკოვში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, ვისი კანდიდატი იქნება, პუტინმა მოკლედ უპასუხა, რომ ეს იქნება თვითწარდგენა. ვლადიმირ პუტინის განცხადებითვე, პრაქტიკულად მზად აქვს საარჩევნო პროგრამა, რომლის უმთავრესი საკითხებია, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და მოქალაქეთა შემოსავლების გაზრდა. პრეზიდენტ პუტინს ჰკითხეს, მოსაწყენი ხომ არ არის არჩევნებში რეალური კონკურენციის გარეშე მონაწილეობა. „კონკურენტებს თავად ხომ ვერ აღვზრდი?! თუმცა, პოლიტიკური გარემო კონკურენტული უნდა იყოს“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

XS
SM
MD
LG