Accessibility links

პუტინი: დონალდ ტრამპმა მიაღწია ინვესტორების ნდობას ამერიკის ეკონომიკის მიმართ


რუსეთის პრეზიდენეტ ვლადიმირ პუტინის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაღწია იმას, რომ ინვესტორებს აქვთ ნდობა ამერიკის ეკონომიკის მიმართ. ეს შეფასება პუტინმა გამოთქვა მოსკოვში თავისი ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს. პუტინმა თქვა ასევე, რომ ტრამპი „ცნობილი შეზღუდვების“ გამო ვერ ახერხებს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. რუს ლიდერს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს „ცნობილი შეზღუდვებით“. შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდებაზე, პუტინმა უპასუხა: ეს ყველაფერი გამოგონილიაო. აშშ-ში განაგრძობენ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის სავარაუდო ჩარევის გამოძიებას. როგორც თავად ტრამპს აქვს ნათქვამი, ის ენდობა პუტინის სიტყვებს, რომ მოსკოვს არაფერი აქვს საერთო საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებასთან.

XS
SM
MD
LG