Accessibility links

„ექიმები უსაზღვრებოდ“: ბირმაში ერთ თვეში მოკლეს 6700-მდე როჰინჯა მუსლიმი


2017 წლის დეკემბერი, როჰინჯა ლტოლვილები ბანგლადეშში

ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ ბირმაში როჰინჯა მუსლიმთა უმცირესობის, სულ ცოტა, 6700 წარმომადგენელი იქნა მოკლული ერთ თვეში მას შემდეგ, რაც აგვისტოში ამბოხება დაიწყო. როგორც ჟენევაში დაფუძნებული ჯგუფი 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 25 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე დაიღუპა, სავარაუდოდ, 9000-მდე როჰინჯა. მათგან, სულ ცოტა, 6700 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა ძალადობას, ნათქვამია განცხადებაში. ეს ინფორმაცია მოიპოვეს ბანგლადეშში მყოფი როჰინჯა ლტოლვილების გამოკითხვის საფუძველზე. ბირმის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპული როჰინჯების რიცხვი გაცილებით ნაკლებია - 400 ადამიანი და მათ ბირმის შეიარაღებული ძალები „ტერორისტებად“ მოიხსენიებენ. ბირმაში როჰინჯების მიმართ ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალები და ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები ამოქმედდნენ როჰინჯა ექსტრემისტების თავდასხმებზე საპასუხოდ. ამის შემდეგ 626 ათასზე მეტი როჰინჯა გაიქცა მეზობელ ბანგლადეშში. ბირმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბუდიზმს მისდევს.

XS
SM
MD
LG