Accessibility links

პუტინი: უკრაინაში არ არის რუსეთის არმია, მაგრამ შექმნილია „სამხედრო პოლიციის ფორმირებები“


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმეორებით განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ არის რუსეთის არმია. მაგრამ, მისივე თქმით, შექმნილია „სამხედრო პოლიციის გარკვეული ფორმირებები, რომლებიც მზად არიან, მოიგერიონ ნებისმიერი ფართომსაშტაბიანი სამხედრო აქციები დონბასის წინააღმდეგ“. ამ თემას პუტინი შეეხო მოსკოვში, ყოველწლიური პრესკონფერენციის მსვლელობაში. რუსი ლიდერის თქმით, დონბასში სამხედრო ფორმირებების არსებობა „შეესაბამება იმ ადამიანების ინტერესებს“, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. იქვე პუტინმა კიევი დაადანაშაულა მინსკის შეთანხმებებისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის ჩაშლაში. უკრაინა და დასავლეთი მოსკოვს ადანაშაულებენ დონბასში მებრძოლი სეპარატისტების ცოცხალი ძალითა და შეიარაღებით დახმარებაში. კიევის მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში იბძრვის 5000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. ამ ხალხს კრემლი „მოხალისეებს“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG