Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი რუსეთს მოუწოდებს, სამშვიდობო შეთანხმებაზე დაიყოლიოს სირიის მთავრობა


სირიის საკითხში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა სტაფან დე მისტურამ რუსეთს მოუწოდა, დაარწმუნოს სირიის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობაში, რათა ბოლო მოეღოს შვიდი წლის წინ დაწყებულ სამოაქალქო ომს. დე მისტურამ 13 დეკემბერს შვეიცარიის ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ გაეროს შუამავლობით მალე ვერ მიაღწევენ მშვიდობას, სირიას „დანაწევრება“ ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 11 დეკემბერს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა სირიაში, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე და გამოაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმე, ძირითადად, დასრულებულია „საერთაშორისო ტერორისტების“ უმრავლესობის დამარცხების შემდეგ. დე მისტურას აზრით, პუტინმა უნდა დაარწმუნოს სირიის მთავრობა, რომ არ შეიძლება დროს დაკარგვა. მშვიდობის მისაღწევად, დე მისტურას თქმით, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საჭიროა ახალი კონსტიტუცია და ახალი არჩევნები გაეროს შუამავლობით. სირიაში ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 340 ათასს აღემატება. ადგილნაცვალ პირად იქცა 11 მილიონზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG