Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერი გაეროს მოუწოდებს, აშშ-ის ნაცვლად იშუამავლოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში


პალესტინელთა ლიდერი, მაჰმუდ აბასი
პალესტინელთა ლიდერი, მაჰმუდ აბასი

პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გაეროს მოუწოდა, აშშ-ის ნაცვლად იშუამავლოს პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესში. აბასი ამ მოწოდებით გამოვიდა 13 დეკემბერს სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე. როგორც აბასმა სამიტის მონაწილეებს უთხრა, პალესტინელები „შეძრწუნებული“ არიან აშშ-ის გადაწყვეტილებით ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ. იერუსალიმის შესახებ 6 დეკემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ვაშინგტონმა შეცვალა ამ საკითხში შეერთებული შტატების მრავალწლიანი პოზიცია და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე ევროპელი მოკავშირეების დიდ ნაწილში. აბასის აზრით, ახლა გაერომ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი სამშვიდობო ძალისხმევის გასაგრძელებლად. ისლამური თანამშრომლობის სამიტი გახსნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „პალესტინის დედაქალაქად აღიაროს ოკუპირებული იერუსალიმი“.

XS
SM
MD
LG