Accessibility links

მსოფლიოში კვლავ აღირიცხა სახმელეთო ნაღმების მსხვერპლთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა


მსოფლიოში უკვე მეორე წელიწადს აღირიცხა სახმელეთო ნაღმების მსხვერპლთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, რის მიზეზადაც მიჩნეულია ავღანეთის, ლიბიის, უკრაინისა და იემენის კონფლიქტები. მსხვერპლთა შორის არის, სულ ცოტა, 1544 დაჭრილი ბავშვი, რაც სარეკორდო რაოდენობად ითვლება. ავტორიტეტიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ნაღმების პრობლემაზე მუშაობს - სახმელეთო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია (ICBL) -14 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2016 წელს დაიღუპა 2100-მდე ადამიანი. დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა, 8605, არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია 1999 წელს შეუდგა სახმელეთო ნაღმების მსხვერპლზე მონაცემების შეგროვებას. ამავე პერიოდიდან აღირიცხა მსხვერპლს შორის ბავშვების სარეკორდოდ დიდი რაოდენობა - სამოქალაქო მსხვერპლის 42%. სახმელეთო ნაღმების წარმოება და გამოყენება მკვეთრად არის შემცირებული მას შემდეგ, რაც 1999 დაიდო ხელშეკრულება ნაღმების აკრძალვის შესახებ. მანამდე ორი წლით ადრე, სახმელეთო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიას (ICBL) მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

XS
SM
MD
LG