Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის სასამართლომ დახურა ესპანეთში კარლეს პუჩდემონის ექსტრადიციის საქმე


ბელგიის სასამართლომ ოფიციალურად დახურა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადიციის საქმე. ეს მოხდა პუჩდემონის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაუქმების შემდეგ. ადვოკატ პოლ ბეკარის განცხადებით, კარლეს პუჩდემონი ბელგიაში დარჩება და იქიდან გააგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას. პუჩდემონი და მისი გუნდის ოთხი წევრი ბელგიაში გაემგზავრნენ 30 ოქტომბერს - მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პარლამენტი დაითხოვა, მთავრობა გადააყენა და რეგიონი მადრიდის პირდაპირ მმართველობას დაუქვემდებარა. 21 დეკემბერს გაიმართება ვადამდელი არჩევნები. ესპანეთის ეროვნულმა უზენაესმა სასამართლომ გასცა პუჩდემონისა და მისი კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების ორდერები. კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში რეგიონში გაიმართა რეფერენდუმი ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის შესახებ. ესპანეთმა კენჭისყრა უკანონოდ გამოაცხადა. ამ შეფასებას იზიარებს ევროკომისიაც.

XS
SM
MD
LG