Accessibility links

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს


ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. 2017 წლის 11 ნოემბერი

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ინიციატორი იყო ამერიკული მხარე. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე 15 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, სიტუაცია კრიზისულ წერტილებში და აქცენტი გაკეთდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული პრობლემის მოგვარებაზე. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ისაუბრეს ერთობლივად მუშაობაზე ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი საშიში სიტუაციის მოსაგვარებლად. ტრამპმა პუტინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების აღიარებისთვის. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართა რამდენიმე საათში ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციიდან, რომელზეც მან წარმატებული უწოდა დონალდ ტრამპის საქმიანობას. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოგონილია ტრამპის ოპოზიციის მიერ, რათა მის საქმიანობას შესძინონ არალეგიტიმური ხასიათი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG