Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი


მოსკოვის სასამართლომ ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ალექსეი ულიუკაევი. მოსამართლე ლარისა სემიონოვამ ვერდიქტის კითხვა დაიწყო გეგმაზე საათნახევრით უფრო გვიან. სხდომა ჯერ კიდევ გრძელდება და ნათელი არ არის, როდის გამოაცხადებენ სასჯელს. ულიუკაევი არის სტალინის ეპოქის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელსაც რუსეთში ასამართლებენ. მას ბრალად ედება სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ დირექტორის, იგორ სეჩინისაგან 2 მლნ დოლარის გამოძალვა იმისათვის, რომ „როსნეფტისათვის“ მიეცა ასევე სახელმწიფო ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ყიდვის უფლება. ბრალდების მხარე მოითხოვს ულუკაევისათვის 10 წლით პატიმრობის შეფარდებას და 8,5 მლნ დოლარით დაჯარიმებას.

XS
SM
MD
LG