Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს


მოსკოვის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ალექსეი ულიუკაევს, რომელიც დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებაში. მოსამართლე ლარისა სემიონოვამ ვერდიქტის კითხვა დაიწყო გეგმაზე საათნახევრით უფრო გვიან. ულიუკაევს ასევე შეუფარდეს ფულადი ჯარიმა 130 მლნ რუბლის (2,2 მლნ დოლარის) ოდენობით. ულიუკაევი არის სტალინის ეპოქის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელსაც რუსეთში ასამართლებენ. მას ბრალად ედება სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ დირექტორის, იგორ სეჩინისაგან 2 მლნ დოლარის აღება იმისათვის, რომ „როსნეფტისათვის“ მიეცა ასევე სახელმწიფო ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ყიდვის უფლება. ულიუკაევი ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG