Accessibility links

კრემლი აკრიტიკებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელების შესახებ


კრემლი აკრიტიკებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კიდევ ექვსი თვით გააგრძელოს უკრანის გამო რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სანქციებს „უკანონო და უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები კარგი არ არის არც ევროკავშირის წევრებისათვის და არც რუსეთის ფედერაციისათვის. პესკოვის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეთანხმდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 2018 წლის 30 ივლისამდე გაგრძელების შესახებ. ევროკავშირმა, ისევე როგორც აშშ-მა, მოსკოვს სანქციები დაუწესა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში იმავე წლის აპრილიდან სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. რუსეთი უარყოფს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის ბრალდებას მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა, რომ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს კიევის წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტებს.

XS
SM
MD
LG