Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი ბანკირი უარყოფს ცნობებს, რომ ირანს ეხმარებოდა აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდებაში


თურქეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ბანკის, Halkbank-ის აღმასრულებელმა პირმა უარყო ბრალდება, რომ ის ირანს ეხმარებოდა თავი აერიდებინა აშშ-ის სანქციებისთვის. ნიუ-იორკში მიმდინარე პროცესის მესამე კვირაში მეჰმეტ ჰაკან ატილამ მოსამართლეებს უთხრა, რომ "არასოდეს" დაუგეგმავს შეთქმულება სხვა ბრალდებულთან, თურქული წარმოშობის ირანელ ბიზნესმენთან, რეზა ზარაბთან ერთად იმ მიზნით, რომ სანქციების დარღვევით, აშშ-ის ბანკების მეშვეობით, გაეთეთრებინა ირანის ნავთობით მიღებული 1 მილიარდამდე დოლარი. ამ ბრალდებას მას აშშ-ის პროკურორები უყენებენ. ზარებმა გასულ კვირაში თავი დამნაშავედ სცნო, აშშ-ის პროკურორებთან ითანამშრომლა და სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ მოიფიქრა სანქციებისთვის თავის არიდების სქემა და შემდეგ მის სისრულეში მოსაყვანად მოქრთამა თურქეთის მაღალი რანგის პირები. ამერიკელმა პროკურორებმა ცხრა პირს წაუყენეს ბრალდება, რომ ირანს ეხმარებოდნენ სანქციებისთვის თავის არიდებაში, ოქროსთან დაკავშირებული და საკვების დახმარების გაყალბებული გადარიცხვებით.

XS
SM
MD
LG