Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აღმოჩენილია "ისლამური სახელმწიფოს" მსხვერპლთა მასობრივი საფლავები


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთის ქალაქ სინჯართან ახლოს აღმოჩენილია ორი მასობრივი საფლავი, 90 გვამით. საინფორმაციო სააგენტო "შაფაყი" იუწყება, რომ სინჯართან, რომელსაც ექსტრემისტული ჯგუფი, "ისლამური სახელმწიფო" 2014 წელს დაეპატრონა, იპოვეს მამაკაცების, ქალების და ბავშვების გვამები. გავრცელებული ვარაუდით, ექსტრემისტებმა სიკვდილით დასაჯეს ასობით იეზიდი მამაკაცი და ბიჭი, მონებად გადააქციეს ათასობით ქალი და მათი შვილები. ქალები და ბავშვები, დაუდგენელი რაოდენობით, გადაიყვანეს სირიის ქალაქ რაყაში, რომელიც ოქტომბრამდე "ისლამური სახელმწიფოს" დე-ფაქტო დედაქალაქი იყო. ოქტომბერში რაყაზე კონტროლი დაამყარეს სირიის ქურთთა და არაბთა ძალებმა. სინჯარი "ისლამური სახელმწიფოსგან" 2015 წლის ბოლოს გამოიხსნეს და მას შემდეგ იქ იეზიდთა 30-ზე მეტი მასობრივი საფლავია აღმოჩენილი.

XS
SM
MD
LG