Accessibility links

პარლამენტს წარედგინება მთავრობის განახლებული შემადგენლობა


18 დეკემბერს პარლამენტს წარედგინება მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ოფიციალურად პრეზიდენტი წარადგენს. თავის მხრივ, პარლამენტს განხილვის შვიდდღიანი ვადა აქვს. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობა ერთი მესამედზე მეტი წევრით განახლდა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს თანამდებობა გიორგი გახარიამ დაიკავა. გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. ენერგეტიკის სფერო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში გადავიდა, რომელსაც სამთავრობო ცვლილებების გათვალისწინებით, დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ასევე, აღნიშნული უწყების ხელში გადავიდა ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებით. გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი გახდა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG