Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი პრეზიდენტს მიმართავს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით


პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს, მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვისათვის. ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თხოვნა პრეზიდენტს 19 დეკემბერს გადაეგზავნება და პარლამენტის მოთხოვნა იქნება, რომ სხდომა გაგრძელდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, სესია, რომელიც 21 დეკემბრის 12 საათიდან უნდა დაიწყოს, შესაძლებელია გაგრძელდეს შაბათ-კვირასაც.

XS
SM
MD
LG