Accessibility links

რუსთავში სამი ადამიანი ემსხვერპლა საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს


რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ხანძარი გაჩნდა ხუთსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში: „ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები“, - ნათქვამია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG