Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანც კლინცევიჩი: რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას


ფრანც კლინცევიჩი
ფრანც კლინცევიჩი

„რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას გონივრული ძალის გამოყენებით უპასუხებს“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩი. აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ოთხ საკვანძო საკითხს შეიცავს: ამერიკელების დაცვა, ამერიკის კეთილდღეობის ამაღლება, მსოფლიოს დაცვა ძალის გამოყენებით და ამერიკის გავლენის გაზრდა. დოკუმენტი მომზადდა სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, ფინანსთა სამინისტროს, აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა და სხვა უწყებების თაოსნობით, მთავარ საფრთხედ კი რუსეთისა და ჩინეთის ამბიციები სახელდება: „თანამედროვე მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ ძალაზე მხოლოდ ძალით შეიძლება პასუხის გაცემა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უპასუხებს რუსეთი შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიას. ახალი სტრატეგია ბევრად უფრო განსაზღვრული, უხეში და აგრესიულია, თუმცა არსი იგივე დარჩა - მშვიდობის დამყარება ძალის საშუალებით ანუ ეროვნული უსაფრთხოება აბსოლუტური ჰეგემონიის დამყარებით“, - აღნიშნავს ფრანც კლინცევიჩი. აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გავრცელების ფონია აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად დაძაბული ურთიერთობა, რამდენიმე საკითხის გამო, მათ შორისაა, უკრაინაში რუსეთის აგრესია, მისი როლი სირიის ომში და ცნობები, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წელს.

XS
SM
MD
LG