Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის წერილი პეტრო პოროშენკოსადმი


პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი. 30 მაისი, 2014 წ.
პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი. 30 მაისი, 2014 წ.

სვიატოსლავ ცეგოლკომ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია ”ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილისგან: „მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ უშიშროების ფედერალურ სამსახურზე მუშაობაში ჩემი დადანაშაულება არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, მე ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე ვისაუბროთ“, - ნათქვამია წერილში. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, წერილის გამოქვეყნება ჟურნალისტების მოთხოვნისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ წერილის შინაარსით მანიპულირებდა.

XS
SM
MD
LG