Accessibility links

კვლავ მძიმეა თბილისში დაჭრილი მოზარდის მდომარეობა


მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ ინგოროყვას კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მდგომარეობა უცვლელია. მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG