Accessibility links

ლევან იზორია: „კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო“


ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრის ლევან იზაორიას განცხადებით, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე მან პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ლევან იზორიას თქმით, აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება ნიშნავს იმ რეფორმების აღიარებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყებამ განახორციელა: „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს, მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მე ხელთ მაქვს გადაწყვეტილების ორიგინალი, ასე რომ, საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება“, - აცხადებს ლევან იზორიამ.

XS
SM
MD
LG