Accessibility links

საქართველო არ მონაწილეობდა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას

საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში. ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში, როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ცხრა ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

XS
SM
MD
LG