Accessibility links

ბენიამინ ნეთანიაჰუ: იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეხმაურება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც 128 ქვეყანა აშშ-ს მოუწოდებს, გააუქმოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება: „ისრაელი სრულად უარყოფს ამ აბსურდულ რეზოლუციას. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ყოველთვის იყო. ყოველთვის იქნება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ აბსურდის თეატრში“ მონაწილეობაზე ქვეყნების გაზრდილმა რაოდენობამ განაცხადა უარი: „მე ვაფასებ ამას. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და ელჩ ჰეილის მათ მიერ ისრაელისა და ჭეშმარიტების ერთგულად დაცვისთვის“, - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

XS
SM
MD
LG